ავტორიზაცია

ჟორჟინიო: "ფაქტია, რომ ოსიმენი და კვარაცხელია დაფრინავენ"

ჟორჟინიო: "ფაქტია, რომ ოსიმენი და კვარაცხელია დაფრინავენ"
თარიღი 21 თებ 2023, 17:29
იტალიის "ნაკრებისა" და ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ასპარეზობა შეაფასა.

იტალიელმა მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გამოსვლაც შეაფასა.

“ისინი მინდორზე საოცარ რამეებს სჩადიან. მართალი გითხრათ, კვარაცხელია რომელიც ფლანგზე თამაშობს, აქამდე არ მყავდა ნანახი.

ოსიმენს კი ვიცნობდი. მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მითამაშა და მახსოვს, რომ ჩვენი მცველები ძალიან გააწვალა. ოსიმენის თაობაზე ჯუნტოლიმ დამირეკა და აზრი მკითხა, დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ აუცილებლად დაემატებინა. 

ფაქტია, რომ ოსიმენი და კვარაცხელია დაფრინავენ და ყველაფერი კარგად გამოსდით. ნაპოლის სწორედ ის ენერგია აქვს, რომელიც ჩემპიონობისთვის არის საჭირო. ",- თქვა ჟორჟინიომ.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ჟორჟინიო "ნაპოლის" ღირსებას 2014-18 წლებში იცავდა.