სასამართლომ დანი ალვეშის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა
ბრაზილიელ ფეხბურთელს დანი ალვეშს, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით ესპანეთის ციხეში იმყოფება, გირაოთი არ გათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია აცრცელებს.
ბარსელონის სასამართლომ 39 წლის ფეხბურთელის დაცვის მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა. ამრიგად, დანი ალვეში წინასწარი დაკავების იზოლატორში სასამართლო სხდომამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი ღამის კლუბში 23 წლის ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს მექსიკურ "პუმასში" გამოდიოდა, რომელმაც სკანდალის შემდეგ ბრაზილიელს კონტრაქტი გაუწყვიტა და ფინასური ვალდებულებაც დააკისრა.