ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა
თარიღი 22 თებ 2023, 02:59
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ნაპოლი” სტუმრად “აინტრახტს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგებლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიამ პირველ ტაიმში პენალტი გააფუჭა, თუმცა 65ე წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ნეაპოლური გუნდის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.