ავტორიზაცია

კარაგერმა ვან დეიკი გააკრიტიკა: "ვფიქრობ, ამ მომენტში მის ადგილს დავიკავებდი"

კარაგერმა ვან დეიკი გააკრიტიკა: "ვფიქრობ, ამ მომენტში მის ადგილს დავიკავებდი"
თარიღი 22 Feb 2023, 17:57
"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში ვირჯილ ვან დეიკის თამაში გააკრიტიკა.

"რამდენიმე თვის წინ ვირჯილ ვან დეიკმა თქვა, რომ მე არ ვიქნებოდი ლივერპულის მცველების ამჟამინდელ ოთხეულში. ვფიქრობ, ამ მომენტში მის ადგილს დავიკავებდი. “, - ციტირებს ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს CBS Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში "სამეფო კლუბთან" ანგარიშით 2:5 დამარცხდა.