"არ გამკვირვებია, ესპანეთში თამაშის დროს უცნაური შეგრძნება მექმნებოდა", - რუმენიგე ბარსელონას სკანდალს გამოეხმაურა

„ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, „ბარსელონაზე“ აგორებულ სკანდალზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ბარსელონა“ სხვადასხვა წლების მანძილზე ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ფულს ირიცხავდა და ჯამში 7 მილიონ ევრომდე აქვს გადახდილი.

როგორც კლუბი იტყობინება, ეს ადამიანი სხვა გუნდების ახალგაზრდებზე კლუბისთვის ინფორმაციის მოწოდებაში იღებდა ანაზღაურებას.
„დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ გამეცინა ამ ინფორმაციის მოსმენაზე? საერთოდ არ გამკვირვებია: ყოველ ჯერზე, როცა ესპანეთში ვთამაშობდით, უცნაური შეგრძნება მექმნებოდა.
მსგავსი რაღაც უბრალოდ დაუშვებელია, ეს არამარტო შიდა ჩემპიონატებს ეხება. მსაჯობის თემას ბევრად დიდი პატივისცემით და სერიოზულობით უნდა მოეკიდო.“, - აღნიშნა რუმენიგემ.