ავტორიზაცია

რუმენიგე: "მესი თუ მარადონა? ლეოს მსაჯები და წესები იცავს, მარადონას კი უდიერად ეპყრობოდნენ"

რუმენიგე: "მესი თუ მარადონა? ლეოს მსაჯები და წესები იცავს, მარადონას კი უდიერად ეპყრობოდნენ"
თარიღი 22 Feb 2023, 23:33
კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლეო მესი და დიეგო მარადონა შეადარა ერთმანეთს.

რომელი „ნაპოლი“ უფრო ძლიერია: ამჟამინდელი თუ მარადონას პერიოდის? და თუ მაინც ამაზე ვსაუბრობთ, ვინ სჯობს: მარადონა თუ მესი?

პირველ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მეორეზე - კი. მარადონა და მესი ორი სხვადასხვა ფეხბურთელები არიან.

დიეგო მოედანზე მიუღებელი მოპყრობის მსხვერპლი იყო, მეტოქეები მუდამ ურტყამდნენ. მახსოვს მატჩი „ინტერი“ – „ნაპოლი“, რომელშიც ჩვენი ფეხბურთელები მას განსაკუთრებით ძლიერად ურტყამდნენ.

მესი, პირიქით, მსაჯების და წესების მიერ არის დაცული, როცა მას ეხებიან, უმალვე ჯარიმა იდება.

მის ტექნიკურ მახასიათებლებზე არ ვსაუბრობ, ის აბსოლუტური ჩემპიონია, მაგრამ ჩემთვის მარადონა ისტორიაში საუკეთესოდ რჩება.“, - აღნიშნა „ბაიერნის“ ექს-გენერალურმა დირექტორმა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.
TOP.GE