ავტორიზაცია

ხავი: "გვეშინია თუ არა ოლდ ტრაფორდის? პირიქით, ეს სტადიონიც ბერნაბეუსავითაა, მოტივაციას გმატებს"

ხავი: "გვეშინია თუ არა ოლდ ტრაფორდის? პირიქით, ეს სტადიონიც ბერნაბეუსავითაა, მოტივაციას გმატებს"
თარიღი 23 Feb 2023, 00:10
ხავის თქმით, „ბარსელონას“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად თამაშის შიში არ აქვს.

„შიში? რისი შიში? პირიქით, „ოლდ ტრაფორდი“ მოტივაციას გაძლევს. ეს ერთ-ერთი ის სტადიონია, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინდა ითამაშო და მაქსიმუმი გამოავლინო.

„ბარსამ“ ყველანაირი კომპლექსების გარეშე უნდა ითამაშოს, როგორც „ბერნაბეუზე“. ჩვენ სიმამაცე გვჭირდება. იმისთვის, რომ დიდი გუნდი იყო, ასეთ სტადიონებზეც უნდა იმარჯვო. ჩვენ კი, გვინდა რომ დიდი გუნდი ვიყოთ.

მე ამ სიტუაციას ასე ვაფასებ.“, - აღნიშნა ხავიმ.

პირველი მატჩი „კამპ ნოუზე“ ფრედ 2:2 დასრულდა, საპასუხო კი უკვე დღეს, 23 თებერვალს, 23:55 საათზე დაიწყება.