ფრე გერმანიაში: ლაიპციგი და სიტი საუკეთესოს ეტიჰადზე გამოავლენენ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ლაიპციგი" საკუთარ მოედანზე მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
სტუმრები 27-ე წუთზე მაჰრეზმა დააწინაურა, პირველი ნახევარიც ამ ანგარიშით დასრულდა.
შევედრის 70-ე წუთზე გვარდიოლის ბრწყინვალე თავურის შედეგად გერმანელებმა წონასწორობა აღადგინეს (1:1).
განმეორებითი მატჩი 14 მარტს "ეტიჰადზე" გაიმართება.