პეპე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე ყველა დროის მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა

"პორტოს" ცენტრალური მცველი პეპე აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს.
პორტუგალიური გუნდის კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში "სან სიროზე" მილანის "ინტერთან" სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა.
პორტუგალიური გუნდის კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში "სან სიროზე" მილანის "ინტერთან" სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა.
Opta-ს ცნობით, 39 წლისა და 361 დღის ასაკში პეპე მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო.
რეიტინგის ლიდერად რჩება უელსელი რაიან გიგსი (40 წელი და 123 დღე), მეორე კი იტალიელი ალესანდრო კოსტაკურტა (40 წელი და 2 დღე).