ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ლობოტკას ტრანსფერით ინტერესდება - დე ლაურენტისმა ფასი დაასახელა

მადრიდის რეალი ლობოტკას ტრანსფერით ინტერესდება - დე ლაურენტისმა ფასი დაასახელა
თარიღი 23 თებ 2023, 13:11
Tuttomercatoweb-ის ცნობით, "ნაპოლის" სლკვაკი ფეხბურთელის, სტანისლავ ლობოტკას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალი" შეეცდება.

წყაროს ცნობით, მისი შესახებ ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმ მოითხოვა. 

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, ლობოტკამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა.