ავტორიზაცია

როდრის ბარსელონაში ტრანსფერი გამორიცხულია

როდრის ბარსელონაში ტრანსფერი გამორიცხულია
თარიღი 23 Feb 2023, 14:55
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი როდრი ერნანდესი მომავალ ზაფხულს "ბარსელონას" არ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელ ხავის სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად როდრის დამატება სურდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ინფორმაცია როდრის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ მცდარი აღმოჩნდა, რადგან კატალონიურ გუნდს ფინანსურად არ შეუძლია გარიგების განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ როდრი ადრე ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალის" შემადგენლობაში გამოდიოდა.