ავტორიზაცია

რონალდუ ინგლისში ძვირადღირებულ სახლს ყიდის

რონალდუ ინგლისში ძვირადღირებულ სახლს ყიდის
თარიღი 23 Feb 2023, 17:37
პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ინგლისში მდიდრულ სახლს ყიდის.

პორტალი Goal-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ სახლისთვის 5,5 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 6,25 მილიონი ევრო) მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ "იუნაიტედთან" კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა. ამ დროისთვის პორტუგალიელი თავდამსხმელი "ალ-ნასრში" თამაშობს.