ანდრეა რანოკია: "კვარაცხელია? მე უფრო ტექნიკური ვარ"

იტალიური "მონცას" მცველის ანდრია რანოკიას მონაწილეობოთ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო ვრცელდება.
35 წლის მცველს მეგობარი ფედერიკო კარლი ეკითხება მოსწონს თუ არა კვარაცხელიას თამაში, იტალიელის პასუხი კი შემდეგია: "მე უფრო ტექნიკური ვარ ვიდრე კვარაცხელია".
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "ნაპოლის" შემადგენლობაში 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.