ავტორიზაცია

კუკურელია: "მუდრიკს შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი"

კუკურელია: "მუდრიკს შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი"
თარიღი 23 Feb 2023, 19:08
"ჩელსის" მცველმა მარკ კუკურელიამ კლუბის ახალწვეულის მიხაილო მუდრიკის შესახებ ისაუბრა.

„მუდრიკი ძალიან სწრაფია და ბევრი განსხვავებული თვისება აქვს. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას აქვს ისეთი თვისებები, რამაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აქციოს", - თქვა კუკურელიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხაილ მუდრიკის ტრანსფერში "ჩელსიმ" "შახტარს" 70 მილიონი ევრო გადაუხადა. ბონუსების გადახდის გამო, თანხა შეიძლება 100 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.


TOP.GE