ავტორიზაცია

ნაპოლი სპალეტისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს? - ხელშეკრულების პირობები ცნობილია

ნაპოლი სპალეტისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს? - ხელშეკრულების პირობები ცნობილია
თარიღი 23 თებ 2023, 20:17
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტის ავტომატური გახანგრძლივების პუნქტის გააქტიურებასთან ახლოსაა. ამის შესახებ Il Mattino იუწყება.

წყაროს ცნობით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობას არ სურს ზაფხულში სპალეტის დაკარგვა და იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ვარიანტს გაააქტიურებს.

მომავალ წელს, ამ გზით, იტალიელი 2,7 მილიონ ევროს მიიღებს, წარმატების შემთხვევაში ხელმძღვანელობას კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივბა შეეძლება.

მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს 62 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს.