ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს ნაპოლის მცველის შეძენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს ნაპოლის მცველის შეძენა სურს
თარიღი 23 თებ 2023, 19:16
მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "ნაპოლის" მცველის შეძენას გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, კიმ მინ ჯეე "წითელი ეშმაკების" რადარზეა.

კიმის კონტრაქტში შედის პუნქტი მისი შესაძლო გამოსყიდვის შესახებ 42 მილიონი ფუნტი (48 მილიონი ევრო). ეს პუნქტი ზაფხულში 15 დღის განმავლობაში მოქმედებს. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ "ნაპოლი" ცდილობს 26 წლის მცველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.