ავტორიზაცია

ჯუდ ბელინგემი მზადაა ლივერპულში გადასასვლელად

ჯუდ ბელინგემი მზადაა ლივერპულში გადასასვლელად
თარიღი 24 თებ 2023, 10:57
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი "ლივერპულში" გადასასვლელად მზადაა.

The Athletic-ის ცნობით, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის რისკის მიუხედავად, ინგლისელი ფეხბურთელი მზადაა ლივერპულში გადასასვლელად.

ბელინგემი მომავალ კლუბს გრძელვადიან პერსპექტივაში აირჩევს და ერთი სეზონი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ფეხბურთელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ბელინჰემის მოქმედი კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

19 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაში" 26 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.