ელგუჯა ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგაში ითამაშებს

30 წლის ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის "მეიჟოუ ჰაკაში" ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ლობჯანიძე ბოლოს კლუბი "ყიზილჟარში" იყო. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს: "ვიტ-ჯორჯიას", "შუქურას", ბათუმის "დინამოს", "ორენბურგის", "რუსთავის", "ტარაზის", "კაისარის" და "ტობოლში" მაისურს ირგებდა.
ფორვატდმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა.