ავტორიზაცია

სერხიო რობერტო ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

სერხიო რობერტო ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
თარიღი 24 თებ 2023, 15:51
ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხი რობერტო კლუბთან ახალ კონტრაქტს სამშაბათს გააფორმებს. 

შეგახსენებთ, რომ ესპანელს "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.

თუმცა, Sport-ის ცნობით, რობერტო ახალ კონტრაქტს სამშაბათს მოაწერს ხელს. მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ადრე საჯაროდ განაცხადა, რომ ფეხბურთელის გუნდში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ბარსელონას ძირითად გუნდში 2011 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი და ერთი საგოლე პასი გააკეთა.