იქ, სადაც ყველაფერი იწყებოდა - მარსელოს ახალი გუნდი ცნობილია
მადრიდის „რეალის“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, მარსელო, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.
ფეხბურთელი უფასოდ თავის ყოფილ გუნდს, „ფლუმინენსეს“ შეუერთდა, რომელშიც კარიერას იწყებდა და „რეალში“ გადასვლამდე თამაშობდა.
ჯამში მარსელოს „ფლუმინენსეში“ ადრეულ წლებში 11 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც მან 3 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა რამდენიმე კვირის წინ „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან კლუბი მისი ფიზიკური კონდიციებით და ხშირი ტრავმებით უკმაყოფილო იყო.