ზაფხულში, რონალდუ და რამოსი შესაძლოა კვლავ თანაგუნდელები გახდნენ
კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, „ალ ნასრის“ ხელმძღვანელობას გუნდში კიდევ ერთი ვარსკვლავის მიყვანა სურს.
Marca-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი „პსჟ-ს“ მცველის, სერხიო რამოსის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მისი ტრანსფერის სურვილი გამოთქვა.
„რეალის“ ექს-კაპიტანს და კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ თანაგუნდელს „პსჟ“ ძალიან მოსწონს და პარიზში თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ კლუბი მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, რომელიც ზაფხულში იწურება.

ამიტომ, რამოსს „ალ ნასრისთვის" კარი არ დაუხურავს და სულაც არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლოს სერხიოც სათამაშოდ ახლო აღმოსავლეთში გადაბარგდეს.