ჩელსის ხელმძღვანელობას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბის შეძენა სურს
ლონდონის "ჩელსის" ახალი ხელმძღვანელობა კლუბების ქსელის გაფართოებით არის დაინტერესებული.
L'Equipe-ის ცნობით, "არისტოკრატების" ბოსები ფრანგული "სტრასბურგის" ყიდვას გეგმავენ.
L'Equipe-ის ცნობით, "არისტოკრატების" ბოსები ფრანგული "სტრასბურგის" ყიდვას გეგმავენ.
ლიგა 1-ის კლუბის პრეზიდენტი მარკ კელერი ცოტა ხნის წინ ესაუბრა "ჩელსის" ამერიკელ მფლობელებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კლუბის შეძენით.
შესაძლო გარიგების პირობებით, ტოდ ბოელი და მისი გუნდი მიიღებენ სტრასბურგის აქციების 100 პროცენტს.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში "სტრასბურგი" მე-15 ხაზზეა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში "სტრასბურგი" მე-15 ხაზზეა.