ავტორიზაცია

ოსიმენი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ რვა მატჩში გაიტანა

ოსიმენი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ რვა მატჩში გაიტანა
თარიღი 26 Feb 2023, 02:10
იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად "ემპოლი" დაამარცხა (0:2). 

მატჩის მეორე გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელიც 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ რვა მატჩში გაიტანა.

ზედიზედ 8 მატჩში კიდევ უფრო პატარა ასაკში მხოლოდ ერთ მოთამაშეს გაუტანია - ეს იყო რობერტო მუზი, რომელმაც ეს შედეგი 1995 წელს "კალიარის" მაისურით დააფიქსირა.  ამ შედეგის დროს მუზი 23 წლის 165 დღის იყო. ოსიმენი ახლა 24 წლის და 58 დღისაა. 

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფორვარდი სერია A-ს ბომბარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს.