ანტონიო კასანო: "მხოლოდ ამ სამ გუნდს შეუძლია ნაპოლისთვის პრობლემების შექმნა"
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ემპოლის" დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ Bobo TV-ის გუშინდელ ეპიზოდში ანტონიო კასანომ ლუჩიანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა.
"ნაპოლიმ ყველა შეხვედრაში იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს. ისინი მიდრეკილნი არიან დომინაციისკენ.
ევროპაში მხოლოდ სამ გუნდს შეუძლია ნაპოლის დამარცხება ან მათთვის პრობლემების შექმნა. ეს გუნდები: მადრიდის რეალი, მიუნჰენის ბაიერნი და მანჩესტერ სიტი არიან.
ნაპიოლი ეცდება მათთან ერთი თამაშის მოგებას, მაგრამ 180 წუთში ამ გუნდებთან ბრძოლა ურთულესია.
მე არ ვამბობ, რომ ნეაპოლური გუნდი აუტსაიდერი იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაპოლი თავის სტილში თამაშს გააგრძელებს. ასე იქნება როგორც ჩემპიონატში ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. ",- თქვა კასანომ.