მშრალი კარი! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რეალ სოსიედადის წინააღმდეგ?

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "რეალ სოსიედადს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ეს მიმდინარე წელს "ღამურების" პირველი გამარჯვება გახლდათ.

ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა მამარდაშვილმა, რომელმაც სამი სეივი განახორციელა.
Sofscore-მა ფეხბურთელთა თამაში შეაფასა 22 წლის მამარდაშვილი კი 7.7 ბალით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

"ვალენსიამ" ამ გამარჯვების შემდეგ 7 მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებასთან ერთად გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
ბარახას გუნდს 23 ქულა აქვს და კონკურენტებს "ხეტაფეს" და "ალმერიას" ერთი ქულით უსწრებს, თუმცა ამ გუნდებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ.