ოსიმენმა ჰოლანდთან შედარებაზე ისაუბრა

"ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, "ემპოლისთან" მოგებულ მატჩის შემდეგ, სხვა თემებთან ერთად ერლინგ ჰოლანდთან შედარებაზე ისაუბრა.
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ნაპოლიმ” "ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. ოსიმენმა ნეაპოლელთა რიგებში ერთი გოლი გაიტანა.
"ვარ თუ არა ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი? ცხადია, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჰოლანდიც დიდებულად თამაშობს. იმედია ასე გავაგრძელებ. ",- თქვა ოსიმენმა.

ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 20 მატჩი ჩაატრაა და 19 გოლი გაიტანა.