ინტერმა წააგო: ნაპოლი ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ბოლონია" საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვენით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ოესოლინ გაიტანა.
ამრიგად, სიმონე ინძაგის გუნდის მარცხის შემდეგ, "ნაპოლიმ" უახლოეს მდევართან უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
"ნაპოლი" შემდეგ ტურში 3 მარტს "ლაციოს" შეხვდება, ხოლო "ინტერის" მეტოქე "სპეცია" იქნება.