ავტორიზაცია

ბონუჩი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

ბონუჩი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს
თარიღი 26 თებ 2023, 16:22
გამოცდილმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა  "იუვენტუსი" დატოვოს და MLS-ში გადავიდეს. 

Calciomercatoweb-ის ცნობით, მაიამის „ინტერმა“ 35 წლის იტალიელის შეძენა მომავალ ზაფხულს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩის "იუვენტუსთან" არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

საერთო ჯამში ლეონარდო ბონუჩიმ "იუვენტუსში" 493 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.