ავტორიზაცია

რონალდუ: "ჩემთვის გოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია"

რონალდუ: "ჩემთვის გოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია"
თარიღი 26 თებ 2023, 16:00
შაბათს, "ალ-ნასრმა" საუდის არაბეთის ლიგაში "დამაკი" დაამარცხა - 3:0. სამივე გოლი პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

თამაშის შემდეგ პორტუგალიელმა კომენტარი ტელეკომპანია SSC-სთვის გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. გუნდმა დღეს ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა. 

ჩემთვის გოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. “, - განაცხადა რონალდუმ.

საუდის არაბეთის ლიგის ხუთ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.