ავტორიზაცია

მაკალისტერი: "მესი პრემიერ ლიგაში საუკეთესო იქნებოდა"

მაკალისტერი: "მესი პრემიერ ლიგაში საუკეთესო იქნებოდა"
თარიღი 26 თებ 2023, 16:17
ინგლისური "ბრაიტონის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალექსის მაკალისტერმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ლეო პრემიერ ლიგაში რომ ითამაშა, აქ საუკეთესო იქნებოდა. ამაში ეჭვი არ მეპარება. არ მგონია, რომ მას აქ ადაპტაცია გაუჭირდება.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა. ის ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის. არგენტინაში ყველა ამაყობს მისით, რადგან ესმით, რომ ჩვენ მისი წყალობით გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები. “, - ციტირებს ნახევარმცველს Daily Mail-ი.