რობერტ ლევანდოვსკი რეალის წინააღმდეგ ტრავმის გამო არ ითამაშებს?

"ბარსელონას" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ალმერიასთან" (0:1) მატჩში მიღებული ტრავმის გამო მადრიდის "რეალთან" კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ თამაშს გამოტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
პოლონელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 18 გოლი გაიტანა.