ავტორიზაცია

კავაზაშვილი: "კარგ ევროპულ კლუბში რუსი არავის სჭირდება, მოთხოვნადი არ არის"

კავაზაშვილი: "კარგ ევროპულ კლუბში რუსი არავის სჭირდება, მოთხოვნადი არ არის"
თარიღი 27 Feb 2023, 15:25
რუს ფეხბურთელებზე საკუთარი მოსაზრება "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა დააფიქსირა.

„რუსეთის ნაკრებში 1-2 დიდი ფეხბურთელია, დანარჩენი ყველა სუსტია! კარგ ევროპულ კლუბში ერთი რუსი არავის სჭირდება, მოთხოვნადი არ არის!

იმისთვის, რომ გოლოვინს მონაკოში ადგილი მოეპოვებინა, მას სამი წელი დასჭირდა, ამ დროს ფეხბურთის თამაში ასწავლეს! საფუძვლიანად უნდა მოვამზადოთ ჩვენი ფეხბურთელები, რომ ისინი იყვნენ ევროპელების დონეზე ან უფრო მაღალ დონეზე! “, - ციტირებს კავაზაშვილის სიტყვებს RB Sport-ი.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 26 წლის ალექსანდრ გოლოვინმა 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

27 წლის ალექსეი მირანჩუკმა სერია A-ში "ტორინოს" მაისურით 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.