ავტორიზაცია

მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება პსჟ-ს პრიორიტეტია

მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება პსჟ-ს პრიორიტეტია
თარიღი 27 Feb 2023, 16:02
"პსჟ"-სთვის პრიორიტეტული მიზანი თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ამის შესახებ L'Equipe იტყობინება.

კილიან მბაპეს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, მბაპეს 4 თვე აქვს დარჩენილი, რათა კონტრაქტში ჩაწერილი ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი გაააქტიუროს, რის შემდეგაც მისი კონტრაქტი ავტომატურად 2025 წლამდე გაგრძელდება.

თუ მან ეს არ გააკეთა, კლუბი იძულებული გახდება, ამ ზაფხულს გაყიდოს ფეხბურთელი. აღნიშნული სიტუაცია პარიზის ხელმძღვანელობას ძალიან აღელვებს და მათთვის მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბევრად პრიორიტეტული მბაპეს საკითხზე მუშაობაა.

კილიან მბაპემ საერთო ჯამში "პსჟ"-ში 246 მატჩში 200 გოლი და 95 საგოლე გადაცემა გააკეთა.