ავტორიზაცია

ადრიანა ლიმა გახდა ფიფას გლობალური გულშემატკივართა პირველი ელჩი

ადრიანა ლიმა გახდა ფიფას გლობალური გულშემატკივართა პირველი ელჩი
თარიღი 27 თებ 2023, 18:55
ცნობილი მოდელი ადრიანა ლიმა გახდა ფიფას გლობალური გულშემატკივართა ელჩი.

ბრაზილიელი სუპერმოდელი, მსახიობი და ბიზნესმენი ჩართული იქნება გლობალური ინიციატივების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში.

ლიმა ასევე გადასცემს ჯილდოს წლის საუკეთესო გულშემატკივრებს The Best-ის დაჯილდოვებაზე.

„მე მოკრძალებული ოჯახიდან ვარ და ფეხბურთის მოყვარული ვარ. ძალიან მადლობელი ვარ და პატივი მაქვს, რომ ფიფამ ამირჩია პირველ გლობალურ გულშემატკივართა ამბასადორად და რომ მომცეს ასეთი პლატფორმა, რათა დავეხმარო გულშემატკივრებს თამაშთან კიდევ უფრო დაახლოებაში“, - თქვა ლიმამ.