ავტორიზაცია

მილანი ჟირუსა და ლეაუსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს

მილანი ჟირუსა და ლეაუსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს
თარიღი 27 Feb 2023, 18:41
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა რიკი მასარამ განაცხადა, რომ კლუბი ოლივიე ჟირუსა და რაფაელ ლეაუსთქნ კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ ოლივიე ჟირუსთან და რაფა ლეაოსთან კონტრაქტების განახლებაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ორივე დარჩეს კლუბში“, - განაცხადა მასარამ.

36 წლის ჟირუმ მიმდინარე სეზონში "მილანის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

23 წლის ლეაუმ ამ სეზონში "მილანში  32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.