ლუჩიანო მოჯი: "კვარაცხელიას შემთხვევა ჩემთვის სრული გამოცანაა"
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.
მოჯიმ ასევე, ნეაპოლური გუნდის ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"ნაპოლიში არის ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც განსხვავებას ქმნიან და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ.
რა თქმა უნდა, სტანისლავ ლობოტკას, ზამბო ანგისას, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვსაუბრობ.
როდესაც ისეთი ნახევარმცველები გყავს, როგორებიც კამერუნელი და სლოვაკი არიან, მთელი გუნდი უფრო სწრაფად თამაშობს.
რაც შეეხება ოსიმენს და კვარას, ისინი განსხვავებას ქმნიან. ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევა ჩემთვის სრული გამოცანაა!
როგორ შეიძლება, რომ სხვა დიდმა გუნდებმა არ იცოდნენ ასეთი ფეხბურთელის შესახებ და ყველაფერი არ გააკეთეს მის ხელში ჩასაგდებად?", - თქვა მოჯიმ.