ლაციომ ევროპის ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში "ლაციომ" "სამპდორია" დაამარცხა.
მინიმალური გამარჯვება მაურიციო სარის გუნდმა შეხვედრის 80-ე წუთზე ლუის ალბერტოს გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა.
მინიმალური გამარჯვება მაურიციო სარის გუნდმა შეხვედრის 80-ე წუთზე ლუის ალბერტოს გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა.
Opta-ს ცნობით, "ლაციოს" პირველ ტაიმში გოლი ჩემპიონატის 20 მატჩში არ გაუშვია, რაც საუკეთესო შედეგია ევროპის საუკეთესო ხუთ ლიგის მიმდინარე სეზონში.
გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, "ლაციო" სერია A-ში 45 ქულით მეოთხე ადგილზეა.
გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, "ლაციო" სერია A-ში 45 ქულით მეოთხე ადგილზეა.