ავტორიზაცია

რონალდუს ალ-ნასრიში იუვენტუსის ფეხბურთელის მიყვანა სურს

რონალდუს ალ-ნასრიში იუვენტუსის ფეხბურთელის მიყვანა სურს
თარიღი 28 თებ 2023, 12:51
პორტუგალიელ ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს  "ალ-ნასრიში" "იუვენტუსის" ფეხბურთელი ხუან კუადრადოს ხილვა სურს. ამის შესახებ Calcio Mercato იტყობინება.

წყაროს ცნობით, ხუან კუადრადო უკვე "ალ-ნასრის" რადარზეა. 

34 წლის კოლუმბიელს საუდის არაბეთის კლუბში უფასოდ გადასვლა შეუძლია, რადგან იუვენტუსთან მოქმედი "კონტრაქტი" ზაფხულში ეწურება.

საერთო ჯამში კუადრადომ "იუვენტუსში" 293 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 24 გოლი და 65 საგოლე გადაცემა გააკეთა.