უსმან დემბელემ მშობლიურ კლუბს 100 000 ევრო შესწირა
საფრანგეთის ნაკრების და "ბარსელონას" ფორვარდმა უსმან დემბელემ თავის პირველ კლუბს "ევრე 27"-ს 100 000 ევრო შესწირა.
ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება.
"ევრე 27"-ის პრეზიდენტმა სამუელ ბრიგანტინომ ფეხბურთელს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანხა 700 მოსწავლისთვის უკეთესი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ უზომოდ მადლობელი ვართ ფეხბურთელისა და მისი ახლობლების. კიდევ ერთხელ გმადლობთ სიკეთისთვის. “, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
დემბელემ მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 28 მატჩში რვა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.