ავტორიზაცია

ალაბა თავის მართლების რეჟიმშია: "ყველამ იცის, განსაკუთრებით ბენზემამ, რამდენად აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით"

ალაბა თავის მართლების რეჟიმშია: "ყველამ იცის, განსაკუთრებით  ბენზემამ, რამდენად აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით"
თარიღი 28 თებ 2023, 13:17
ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა დავიდ ალაბამ, ფიფას საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში ხმა "პსჟ"-ს ფორვარდს ლიონელ მესის მისცა. 

როგორც ავსტრიელმა თქვა, მან ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ავსტრიის ნაკრების ყველა მოთამაშის აზრი იყო გათვალისწინებული.

„ავსტრიის ნაკრები ხმას გუნდურად აძლევს, მე ეს მარტო არ გამიკეთებია. შეხვედრაზე ყველას შეეძლო თავისი აზრის გამოთქმა, ასე გადაწყდა ყველაფერი. 

ყველამ იცის, განსაკუთრებით კი კარიმ ბენზემამ, რამდენად აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით, ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამაში ეჭვი არ მეპარება. “, - წერს ალაბა თავის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.