ავტორიზაცია

რონალდომ ყველა დროის ნაკრები შეადგინა - სიაში კრიშტიანუ ვერ მოხვდა

რონალდომ ყველა დროის ნაკრები შეადგინა - სიაში კრიშტიანუ ვერ მოხვდა
თარიღი 28 თებ 2023, 13:23
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

Ge Globo-ს ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა საკუთარი თავი 11 საუკეთესო მოთამაშის სიაში შეიყვანა.

რონალდოს გარდა სიმბოლურ გუნდში: ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, ფრანც ბეკენბაუერი, პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი, ზიკო, დიეგო მარადონა, ლიონელ მესი, რონალდინიო და პელე მოხვდნენ.

მან გუნდის მთავარ მწვრთნელად მარიო ზაგალო აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებში ფორვარდმა 98 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. სელესაოს შემადგენლობაში ის ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.