"ხვიჩას 4 გრანდი აკვირდება, მაგრამ ნაპოლისთვის ეს არ არის შემთხვევა, როცა ისინი კონკრეტულ თანხას ელოდებიან", - ავტორიტეტული ჟურნალისტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპული ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო.
ამის შესახებ CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს.
„მან სიტი“ და „ნიუკასლი“ - პრემიერ ლიგის ორი გუნდი არიან, რომლებიც კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდებიან. ასევე, მან „პსჟ-ს“ და „რეალის“ ყურადღებაც მიიქცია.
„ნიუკასლის“ მთავარ მწვრთნელს ედი ჰაუს კვარა ძალიან მოსწონს, რადგან ის სწრაფია, ტექნიკურია და 4-3-3 სქემას იდეალურად ერგება.
„ნაპოლის“ მისი გაყიდვა არ სურს. ყველაფერი ასე მარტივადაა. მითუმეტეს, უფრო მეტად ნეაპოლელებს არ სურთ ერთ ზაფხულს ოსიმენის და კვარაცხელიას ერთად დაკარგვა.
თავად ხვიჩა ნეაპოლიდან წასვლის ვარიანტს ჯერ არც განიხილავს. საუბარი იმაზე, რომ „ნაპოლი“ ფეხბურთელს 50 მილიონად შეაფასებს - მითია. ჩემი მოსაზრებაა, რომ იტალიელებს მასში ორჯერ მეტის მიღება მაინც მოუნდებათ.
ეს არ არის ის შემთხვევა, როცა „ნაპოლი“ კონკრეტულ თანხას ელოდება. მათ ფიზიკურად არ სურთ მოლაპარაკებებში ჩართვა. კვარაცხელიას აგენტი ჩვეული ექსპერტიზის სტილში ათვალიერებს ბაზარს. ეჭვებს არ იწვევს ის, რომ ზაფხულში კვარას ბევრი ვარიანტი ექნება, მაგრამ „ნაპოლი“ ახლა კვარადონასთვის იდეალური ვარიანტია.“ - აღნიშნა ჯეიკობსმა.