ავტორიზაცია

ნაპოლი კვარაცხელიასთვის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

ნაპოლი კვარაცხელიასთვის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს
თარიღი 28 თებ 2023, 14:38
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის ქართველის წარმომადგენელს შეხვდება და პრემიების გარეშე წელიწადში 2,5 მილიონი ევროს ანაზღაურებას შესთავაზებს.

გარემარბის მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.