ავტორიზაცია

მანჩესტერმა იცის, რომ ოსიმენის შეძენა რთული იქნება და ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰყავს

მანჩესტერმა იცის, რომ ოსიმენის შეძენა რთული იქნება და ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰყავს
თარიღი 28 თებ 2023, 22:36
ზაფხულში „მან იუნაიტედის“ მთავარი პრიორიტეტი „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იქნება.

თუმცა, ნიგერიელი ფორვარდის ნეაპოლიდან წამოყვანა ძალიან რთული ამოცანა იქნება, ამიტომ „წითელი ეშმაკები“ ალტერნატიული ვარიანტების ძიებას შეუდგნენ.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ასეთად ერიკ ტენ ჰაგი „აიაქსის“ განელ შემტევს მოჰამედ კუდუსს მოიაზრებს.

22 წლის კუდუსის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 20 მილიონ ევროდ ფასდება. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 16 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.