ავტორიზაცია

ბარსელონა მანჩესტერ სიტის თავდამსხმელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს

ბარსელონა მანჩესტერ სიტის თავდამსხმელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს
თარიღი 01 მარ 2023, 12:23
კატალონიური "ბარსელონა" თავდამსხმელის ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკების პროცესში შევიდა, ამის შესახებ Sport.es-ის იუწყება.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, "ბლაუგრანა" არგენტინელი თავდამსხმელის იჯარით დამატებას მომავალი სეზონისთვის გეგმავს.

თავად ხულიანი უკმაყოფილოა მანჩესტერ "სიტიში" პოზიციით და მზად არის ახალ კლუბში გადავიდეს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა  გათვლილი.

ამ სეზონში თავდამსხმელმა 30 საკლუბო მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.