ავტორიზაცია

შაკირა პიკესთან დაშორების შესახებ: "ისტორიები იმის შესახებ, რომ ქალს მამაკაცი სჭირდება, სიცრუეა"

შაკირა პიკესთან დაშორების შესახებ: "ისტორიები იმის შესახებ, რომ ქალს მამაკაცი სჭირდება, სიცრუეა"
თარიღი 01 Mar 2023, 12:36
ცნობილმა მომღერალმა შაკირამ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან ჟერარდ პიკესთან დაშორების შესახებ ისაუბრა.

„მეგონა, რომ ქალს სჭირდება მამაკაცი, რომ იყოს სრულყოფილი. ასევე ვოცნებობდი მქონოდა ოჯახი, სადაც ბავშვებს ეყოლებოდათ მამა და დედა, რომლებიც ერთ ჭერქვეშ იცხოვრებდნენ. მაგრამ ცხოვრებაში ყველა ოცნება არ ხდება. 

ვფიქრობ, რომ დაჯილდოვებული ვარ ორი მშვენიერი შვილით, მივხვდი, რომ ისტორიები იმის შესახებ, რომ ქალს მამაკაცი სჭირდება, სიცრუეა. 

უნდა ვაღიარო, რომ მამაკაცების მიმართ ყოველთვის ემოციურად ვიყავი დამოკიდებული. ახლა მგონი შევძელი ამ ყველაფრისთვის სხვანაირად შემეხედა. “, - თქვა შაკირამ.

შაკირამ პიკესგან განშორება 2022 წლის ივნისის დასაწყისში გამოაცხადა. აღინიშნა, რომ განშორების მიზეზი ესპანელი ფეხბურთელის ღალატი გახდა. წყვილს ურთიერთობა 2011 წლიდან ჰქონდა.