რა ღირს ხვიჩა კვარაცხელია? - ფეხბურთელის ფასის ზრდამ 943% შეადგინა
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი "ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
გამოცემის თქმით, მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" 22 წლის ფეხბურთელის დასაბევებლად 11.5 მილიონი გადაიხადა, მისი სატრანსფერო თირებულება 943%-ით გაიზარდა და მისი ფასი მინიმუმ 120 მილიონ ევრომდე მიიყვანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.