დი ლორენცოს აგენტი: "მისი სურვილი ნაპოლიში დარჩენაა"
"ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, სავარაუდოდ, კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ მისმა აგენტმა მარიო ჯუფრედიმ განაცხადა.
„ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები იქნება, ჩვენ უკვე მივმართეთ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები იქნება, ჩვენ უკვე მივმართეთ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, რადგან ნაპოლიმ დი ლორენცოში დიდი პიროვნება და ფეხბურთელი იპოვა.
მისი სურვილი ნაპოლიში დარჩენაა და ნაპოლის სურვილი უნდა იყოს ჯოვანისთან კონტრაქტის გახანგრძლივება. “, - განაცხადა ჯუფრედიმ.