მორიგი საოცარი ქამბექი: არსენალმა 5 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "არსენალი" საკუთარ მიედანზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდა.
მატჩი სუპერ დრამატული გამოვიდა და მიკელ არტეტას გუნდის მინიმალური გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის პირველ წუთზე ბილინგმა გახსნა, 57-ე წუთზე სენსიმ მეორე გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი კომფორტული უპირატესობით დააწინაურა.
62-ე წუთზე ტომას პარტეიმ ერთი ბურთი გაქვითა, აქედან 8 წუთში უაითმა წონასწორობა აღადგინა. თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 90+7 წუთზე ცვლილებაზე შესულმა რეის ნელსონმა გაიტანა და საოცარი ქამბექი შედგა (3:2).
ამრიგად, არტეტას გუნდმა მორიგი რთული მატჩი მოიგო და მანჩესტერ "სიტისთან" არსებული 5-ქულიანი უოირატესობა შეინარჩუნა. "ბორნმუთი" კი 21 ქულით მე-19 ადგილზეა.