ლივერპული ზაფხულში თავისუფალ აგენტის სტატუსით სამ ფეხბურთელს გაუშვებს

"ლივერპული" მომავალ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას გეგმავს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფორვარდი რობერტო ფირმინო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ხელმძღვანელობა აპირებს უსასყიდლოდ კიდევ ორი ფეხბურთელი გაუშვას - საუბარი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენზე და ნაბი კეიტაზე.